ჯგუფური ჩხუბი გორში - 30 წლის მამაკაცს დაზიანებები სავარაუდოდ ქვებით მიაყენეს

გამოქვეყნდა:

გორში, ჯგუფური ჩხუბის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა "გორმედშია" მოთავსებული. მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას ამ წუთებში უწევენ. როგორც "მთავარს" კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას დაჟეჟილობები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება. 

"პაციენტი გახლავთ 30 წლის მამაკაცი. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. კვლევები ამ დრომდე გრძელდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სხეულზე აღენიშნება დაჟეჟილობები",- აცხადებენ კლინიკა გორმედში. 

ცნობისთვის, ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ გორში, ფარნავაზის ქუჩაზე ჯგუფურად სცემეს, მას დაზიანებები ქვებით ხუთმა პირმა მიაყენა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ცივი იარაღი სისხლის კვალთან ერთად იპოვა, თავდაპირველად გაჟღერდა ვერსია რომ დაზარალებული დაჭრილიც იყო. თავდამსხმელები დაკავებულები არიან, ისინი გორის სამმართველოში გადაიყვანეს. შსს ამ დრომდე არაფერს ამბობს მომხდართან დაკავშირებით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი