თბილისის მერი, რომელიც ჯერ პოლარიზაციის დასრულებაზე საუბრობდა და შემდეგ ისევ სიძულვილის ენით ალაპარაკდა, კიდევ ერთ ცვლილებას განიცდის.
ქართული ოცნების კანდიდატი, რომელიც ნიკა მელიას ინიციატივას აქილიკებდა, ახლა თავადვე სთავაზობს პენსიონერებს 500 ლარიან დაფინანსებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქართული ოცნების მორიგი თაღლითობაა.
სახელისუფლებო პარტიამ ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციის საპასუხოდ გააჟღერა, რადგან იძულებული იყო პასუხი გაეცა ოპონენტებისთვის.
არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - ეკონომისტების შეფასებით სწორედ კახა კალაძის ინიციატივა არის დისკრიმინაციული და ბიუჯეტისთვის დამაზიანებელი.