თბილისში ნიკა მელიას ბანერის დაწვა სცადეს

გამოქვეყნდა:

გვიან ღამით, უცნობმა პირებმა თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო ბანერს დაწვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე ორხევის ხიდზე მოხდა.

ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რა მუხლით აღიძრა საქმე.

"როგორც ჩანს ძალიან გააღიზიანა ქართული ოცნება კოლიციური მთავრობის წარდგენამ, რომელიც მალე თბილისის მართველობას გადაიბარეს და მიმართეს თავიანთ სამარცხვინო, ნაცად მეთოდს ოპონენტებთან ბრძოლის", - თქვა ენმ-ს წევრმა, ბესო გაზდელიანმა. 

მისივე თქმით, იმედი არ აქვთ, რომ პოლიცია მომხდარს გამოიძიებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი