
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია და ზუგდიდში პარტია "ლელოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები ურთის, ცაიშის და ჭითაწყლის მოსახლეობას შეხვდნენ.
ისინი ამომრჩევლებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და 30 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდეს.
ანზორ მელიამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამომრჩევლების ხმებს აუცილებლად დაიცავს.