ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპარლამენტის მუშაობაში - ჰარცელი

გამოქვეყნდა:

"ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და საქართველოსთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით" - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

დიპლომატი გამოეხმაურა ევროპიდან წამოსულ წერილებსა და კრიტიკას მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე გამჭვირვალედ უნდა განიხილებოდეს:

"რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის პოზიცია არის ის, რომ საქმე უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, გამჭირვალედ. ასევე, მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი. ეს არის, ასეთ საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი ინსტიტუცია. უნდა იყოს დაცული მთავარი ფუნდამენტური უფლებები და შესაბამისი სამართლებრივი პროცესი იყოს სამართლიანი" , - ამბობს კარლ ჰარცელი

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში რამდენიმე მიმართვა გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს კი "ოცნების" ხელისუფლება აგრესიით პასუხობს და ამბობენ, რომ "ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს" პრემიერი ღარიბაშვილი თვლის, რომ ევროპარლამენტარები "ბევრს ბედავენ". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი