
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ კოალიციური მთავრობის წარდგენას, რომელშიც 6 პარტია შედის, "ფარსს" უწოდებს.
ღარიბაშვილის აზრით, ერთადერთი, ვინც "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებულ პარტიას წარმოადგენდა "ლელოა", თუმცა ისიც "ფიქტიურად".
"ეს ფარსი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, არის ჩვეულებრივი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის პრეზენტაცია. რა შეიძლება ამაზე გავაკეთო კომენტარი, გარდა იმისა, რომ ისინი 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ განვითარებას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ენმ-ს თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გუშინ კოალიციური გუნდი წარადგინა. ცნობილია ვიცე მერობის, მერის მოადგილეობის, ასევე მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები. თბილისის კოალიციური მთავრობის კანდიდატები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან.
ამავე თემაზე: