ხაზარაძე იყო სააკაშვილის მორჩილი მსახური, მძიმე ფინანსური დანაშაულებების შემსრულებელი - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე - ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად პარტია "ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებს და მას "მძიმე ფინანსურ დანაშაულებებში"  მონაწილეობაში სდებს ბრალს.

ღარიბაშვილმა ხაზარაძეს "მიხეილ სააკაშვილის მორჩილი მსახური" უწოდა და თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევაში "ლელოს" ლიდერი "აქტიურად მონაწილეობდა".

"მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის, დამნაშავის მორჩილი მსახური. ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ. მამუკა ხაზარაძე იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი მძიმე ფინანსური დანაშაულებებისა. ღამის 2-3 საათზე მიჰყავდათ ბიზნესმენი ნოტარიუსთან, მათ შორის თიბისი ბანკშიც, ხაზარაძის ოფისებშიც და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის გაცემა ფიქტიურად, იმ თანხას სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს სააკაშვილის დროს და ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე. ეს იცის ყველა ბიზნესმენმა. ათასობით ადამიანი არის დაზარალებული და ისინი ჯერ კიდევ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი