"ვისთვის უნდა მეკითხა, უსაბუთო გელასთვის? დედას შე..ცი" - ქარელის მერი მოქალაქეებს აგინებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი მოქალაქეებს დედას აგინებს. ქარელის მერის გინების ადრესატები ის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ხელისუფლების გეგმა, გადაეცათ ასობით კვადრატული მეტრი მიწა რუსული კომპანიისთვის, სასამართლოს გზით ჩაშალეს.  

ვიღას უნდა შევკითხვოდი, ნახევარი რუსი გარეთ იყო გამოსული, ლადო გუზიაშვილთან მივსულიყავი თუ უსაბუთო გელასთან?... დედა შე..ცი - ზაზა გულიაშვილის გინება და კადრები ქართლი,ჯის ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

მერის, ზაზა გულიაშვილის ამ ქმედებას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.  სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკოსების განცხადებით, ქარელს ხულიგანი მერი ჰყავს. მათი შეფასებით, ზაზა გულიაშვილი ბოდიშს მაინც უნდა იხდიდეს. მათი თქმით, ნორმალურ ქვეყანაში მისი გადაყენების საკითხს საკრებულო უკვე დააყენებდა. 

ქართველი ხალხი არ იმსახურებს გინებას და დამცირებას, მერწმუნეთ მოსახლეობა შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე "ქართულ ოცნებას". ბოდიშიც უნდა მოუხადოს მოსახლეობას და მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დააყენოს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბადრი ბასიშვილი.

თავად ზაზა გულიაშვილს მომხდართან დაკავშირებით არ უსაუბრია. ის დღეს "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი