"ლიფტები იქნება უფასო" | "ოცნების" მერობის კანდიდატის დაპირება რუსთაველებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე ამომრჩეველს პირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება. ამასთან დაკავშირებით მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო. ძველი ამორტიზებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტროენერგიის თანხა, რომლის აკრეფაც უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ. ასევე, ამ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებთან შეთანხმებით გავაუქმებ ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზებული ლიფტების ახლით ჩანაცვლებას", - ამბობს ნინო ლაცაბიძე.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. რუსთავის მერობისთვის მმართველი გუნდიდან ნინო ლაცაბიძე იბრძვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კი დავით კირკიტაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი