თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია განმარტავს, რატომ მიიღეს თბილისის სკოლებში მოსწავლეების უფასოდ გამოკვების გადაწყვეტილება. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
იუნისეფის ბოლო კვლევის თანახმად მოსწავლეების 35% მუდმივად განიცდის შიმშილს.
მშიერი ბავშვი ვერ ახერხებს ვერც საგანმანათლებლო პროცესში სრულად ჩართვას და ეს აისახება მის შემდგომ განვითარებაზე ცხოვრებაში. ამ პროგრამით მუნიციპალიტეტი 170 სასწავლო დღის განმავლობაში უზრუნველყოფს 180 ათასი თბილისის მოსწავლის კვებას. ხარჯი სოლიდურია, დაახლოებით 80 მილიონი ლარი.
გარდა იმისა, რომ ამ თანხის დაფინანსება თავისუფლად შესაძლებელია საბიუჯეტო თანხების არაკორუფციული ხარჯვითა, პოლიტიკური და ზოგადი ოპტიმიზაციით გამოთავისუფლებული თანხებით.
მე ვაცხადებ, რომ ჯანმრთელი და განათლებული მომავალი თაობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ამ ეტაპზე ნებისმიერ სხვა პროგრამაზე მეტად მნიშვნელოვანია განსახორციელებლად,ნებისმიერზე.
შეუძლია თუ არა ამ პროგრამის განხორციელება თბილისის მერიას?! - აბსოლუტური აბსურდია, რომ მუნიციპალიტეტს არ შეუძლია მოსწავლეებისთვის კვების უზრუნველყოფის სოციალური პროგრამის განხორციელება, ძალიან უხერხულია რომ მოქმედმა მერმა ეს არ იცის, - წერს ნიკა მელია.
ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი და პროგრამა 20 ოქტობერს წარადგინა.