ხმაური ხობის პოლიციასთან | ყოფილი ძალოვანების დასჯა მეორე ტურის წინ

გამოქვეყნდა:

ღია პროტესტი და პოლიტიკური დემარში. პოლიცია უარს ამბობს ემსახუროს რეჟიმს. მოქმედმა და ყოფილმა სამართალდამცველებმა დღეს განსახვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ძალოვანების პოლიტიკური რეპრესიები გააპროტესტეს, არჩევნების მეორე ტურის წინ "ოცნებამ" იმ სამართალდამცველების დაკავებები დაიწყო ვისი დაშანტაჟებაც ვერ შეძლო. გომელაურის ბრძანებით თბილისსა და სამეგრელოში ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს.

ოფიციალური ბრალდება იმდენად არაადეკვატურია, რომ კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს პოლიტიკური დევნის შესახებ. ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო წმენდას იწყებს სამეგრელოდან სადაც "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვს, და პირველ რიგში აკავებს იმ ორ პოლიციელს, რომლებიც თბილისში ოპოზიციის გრანდიოზულ მიტინგზე იმყოფებოდნენ. 

ამ წუთებში ხმაურია ხობის პოლიციასთან, სადაც დაკავებული ლექსო რაფავას ახლობლები ყოფილ ძალოვანს მხარდაჭერას უცხადებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი