კარლ ჰარცელის შენიშვნა პრემიერს | ღარიბაშვილი დასავლეთს ისევ უპირისპირდება

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი იძულებულია ტონი შეარბილოს. ევროპარლამენტარებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრი ჩუმდება და აღარაფერს ამბობს.

ეს უკან დახევა კი კარლ ჰარცელის განმარტებას მოყვა - ევროკავშირის ელჩმა დიპლომატიურად მკაცრი ენით შეახსენა მთავრობის მეთაურს, რომ დეპუტატები, რომლებსაც ის პირდაპირი მნიშვნელობით ლანძღავს ევროპული სტრუქტურების გავლენიანი ჩინოვნიკები არიან და მათ გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. 

მაგრამ ღარიბაშვილს ნერვებმა დიდხანს ვერ გაუძლო და დღის ბოლოს მორიგი არაადეკვატური განცხადება გააკეთა და ევროპარლამნეტარები მიხეილ სააკაშვილის პირად მეგობრებად მოიხსნია.

პრემიერის თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნე ევროდეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან რაფაელ გლუკსმანი იყო.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი