ბათუმზე კიდევ უფრო სწრაფი განვითარება ელის თელავს... ამიტომ ახლა გვჭირდება გიორგი ბოტკოველი! | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა თელაველებს

გამოქვეყნდა:

"ის, რაც თავის დროზე შევძელით ბათუმზე, ზუსტად ისეთივე და კიდევ უფრო სწრაფი განვითარება ელის თელავს და ამით იხეირებს თითოეული თელაველი", - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელაველებს. მისი მიმართვა სოციალურ ქსელში თელავის მერობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა გაავრცელა. 

ჩემო ძვირფასო თელაველებო, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრებით და რამხელა გეგმები გვაქვს თელავზე. ის, რაც თავის დროზე შევძელით ბათუმზე, ზუსტად ისეთივე და კიდევ უფრო სწრაფი განვითარება ელის თელავს და ამით იხეირებს თითოეული თელაველი. ხომ იცით, რომ ტყუილად, ჰაერზე არაფერს ვამბობ! ამიტომ ახლა გვჭირდება გიორგი ბოტკოველი. ეს ასევე დაგვეხმარება დიდ ცვლილებებში ქვეყნის მასშტაბით და საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად, რისთვისაც თავი გადავდე. სიყვარულით, მიშა, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი