ხმაური ჭორვილაში | აქტივისტებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ოლიგარქის სახლთან არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

ხმაურია ამ წუთებში ჭორვილაში, სადაც აქტივისტებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ოლიგარქის სახლთან არ უშვებენ.

მათ აქვთ ბანერები წარწერით - "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს" და ამბობენ, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს და ამის შესახებ ინფორმაცია ოლიგარქმა ივანიშვილმაც უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 21-ე დღეა, საპატიმროში შიმშილობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი