ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლას ოპერატორის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია ფილმის რეჟისორი

გამოქვეყნდა:

ჰოლივუდის მსახიობის და რეჟისორის, ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. შემთხვევა ნიუ-მექსიკოში, ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მოხდა.

BBC-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, ხოლო დაჭრილი ფილმის რეჟისორი, ჯოელ სოუსა. რეჟისორი კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ალეკ ბოლდუინის წარმომადგენელმა თქვა, რომ მსახიობმა იმ პისტოლეტიდან გაისროლა, რომელშიც წესით, ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით ბრალდება არავისთვის წარუდგენიათ.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი