
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ სოციალური მედიის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, სოციალურ მედიაში, ანონიმურ გვერდებზე ყველაზე მეტი - 188 რეკლამა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა. ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციურად განწყობილი პირების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების მთავარი სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.
ანტიოპოზიციური აქტივობის კუთხით ანგარიშში მოხვდა თბილისის ქუჩებში გაკრული სისხლიანი ბანერებიც, რომელზეც ოპოზიციური პარტიებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები იყვნენ გამოსახულები.
ISFED-ის თანახმად, კონკრეტული გვერდები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის კამპანიითაც იყვნენ დაკავებულები და რეგრესულებად, პოსტკომუნისტურებად და ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ ძალად წარმოაჩენდნენ.