არ მიეცემათ საშუალება, თავისუფლად გადაადგილდნენ და მოსახლეობას ტყუილები ელაპარაკონ - ღარიბაშვილი ოპოზიციას ემუქრება

გამოქვეყნდა:

​პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ისევ ემუქრება. ღარიბაშვილი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 8 დღით ადრე ამბობს, რომ ოპონენტებს ქუჩებში თავისუფლად გადაადგილებისა და მოქალაქეებთან საუბრის საშუალება არ მიეცემათ. 

ჟურნალისტის კითხვას - ხომ არ უქმნის უხერხულობას, რომ ხელისუფლებაში ყოფნიდან 9 წლის შემდეგ, მმართველი გუნდის საარჩევნო რეკლამებში კვლავ წინა ხელისუფლების მიმართ აგრესიული რიტორიკაა, პრემიერმა ასე უპასუხა:

"უხერხულობა არის ის, რომ დღესაც, ეს მოძალადეები, კრიმინალები, სადისტები და მკვლელები არიან პოლიტიკაში. ჩვენი ვალდებულებაა, რომ მოსახლეობას ველაპარაკოთ და ყველა კრიმინალი დაისაჯოს. უხერხულობა უნდა შეექმნას გიგი უგულავას და შეექმნება ყველგან, ყველა ქალაქში. მათ არ მიეცემათ საშუალება და ფუფუნება იმისა, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ და აქ მოსახლეობას ტყუილები ელაპარაკონ. ეს არის რეალობა და ამას უნდა გაუსწორონ მათ თვალი" , - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში, ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი