მოვითხოვთ, პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ წარმოადგინოს დაფინანსების წყარო - მიქანაძე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების იერიში თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წევრებზე - სამიზნე ამჯერად „ჰაბ ჯორჯიასა“ და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დამფუძნებელი ვასილ ურუშაძეა.

"ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე სამოქალაქო პლატფორმას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება და დარღვევებს აფიქსირებს, დაფინანსების წყაროს დასახელებისკენ მოუწოდებს.

მიქანაძის აზრით, ურუშაძის დასახელება კოალიციურ გაერთიანებაში, ადასტურებს, რომ  პლატფორმა 20/20 პირდაპირაა დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან

"ჩვენ არაერთხელ საჯაროდ მოვითხოვეთ, რომ ჩვენს მიერ პოლიტიკურ სუბიექტებთან აფილირებულ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს განეხორციელებინათ დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება, რაც დღემდე მათ არ განუხორციელებიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ბ-ნ ურუშაძე ოფიციალურად დასახელდა ოპოზიციური პარტიების გუნდის წევრად, მოვითხოვთ პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ წარმოადგინოს დაფინანსების წყარო, რომლითაც მათ განახორციელეს არჩევნებზე მონიტორინგი და პროექტი „ხმის მცველი“. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურდა პლატფორმა 20/20-ის კავშირი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, შესაძლოა მათი საქმიანობა განხილული იყოს როგორც უკანონო შემოწირულობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით“ , - განაცხადა მიქანაძემ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ ვასილ ურუშაძე თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი