ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, "ხელისუფლებას" ვურჩევ მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში" - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

სახელისუფლებო მედიით გავრცელებულ ვიდეოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. განცხადება მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება:

"ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში
 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 22 დღეა საპატიმროშია, შიმშილობს, მას ახალი ბრალიც წაუყენეს, თუმცა სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა, რასაც მისი ადვოკატებიც და თავად მიხეილ სააკაშვილიც პოლიტიკური ინტერესით ხსნიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი