გიორგი დათიაშვილს ბრალი, შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე წარედგინა , მას ედავებიან 236-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შეძენა -შენახვას გულისხმობს.
თავად გიორგი დათიაშვილი , წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და ბრალს არ აღიარებს
ბრალის დადგენილება უკვე გადაეცა ადვოკატს, რომლის ინფორმაციით, დადგენილებაში წერია, რომ დათიაშვილის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ხელყუმაბარა, 260 ტყვია.
უფლებადამცველი და თავად დაკავებულიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი სპეცსამსახურებმა ბინაში თავადვე ჩადეს. მოტივი კი მათივე თქმით, პოლიტიკურია, რადგან დათიაშვილი ხელისუფლებას მხარს არ უჭერს და 14 ოქტომბრის აქციაშიც მონაწილეობდა.
ის აღმოჩნდა ოპოზიციის აქციაზე, შედეგი კი გვაქვს ეს. ხელყუმბარები,ტროტილი,ავტომატის მჭიდები, ასობით ტყვია და ა.შ. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რის უფლებას აძლევს თითოეული თქვენთაგანი არალეგიტიმურ,ჩამოშლის პირას მყოფ ხელისუფლებას . ეს არის უმძიმესი მდგომარეობა ქვეყანაში არცერთი ადამიანი არ რის დაცული მით უმეტეს ვინც ოპოზიციურად აზროვნებს და ვინც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ამა თუ იმ ფორმით ამ გაკოტრებული და რეპრესიებზე გადასული ხელისუფლებისთვის - აცხადებს დათიაშვილის ადვოკატი.
ირკვევა ისიც, რომ დათიაშვილს სუს-მა არაერთხელ შეუთვალა ქვეყანა დაეტოვებინა. ყოფილი მაღალჩინოსანი 2-ჯერ იმყოფებოდა უკრაინაში, თუმცა საბოლოოდ ქვეყანაში დაბრუნდა.
გიორგი დათიაშვილი, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გუშინ დააკავეს. მის აღკვეთ ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.