"სახლში შეუვარდნენ, ჩაუდეს ტყვიები და მერე ამოიღეს" | სამეგრელოს შემდეგ, კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი თბილისში დააკავეს

გამოქვეყნდა:

რეპრესიები ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ და დაკავებების სერია თბილისსა და სამეგრელოში. სამართალდამცველებმა ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი დათიაშვილი, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

სპეცოპერაცია დიდ დიღომში დღეს დილით ჩატარდა. ყოფილი ძალოვანის საცხოვრებელი სახლიდან, სავარუდოდ, ავტომატის ტყვიები ამოიღეს.

არჩევნების წინ განხორციელდა ეს. ჩემი ღრმა რწმენით და ასევე ვითომ ბრალდებულის, რეალურად ამ სტატუსს ის არ იმსახურებს. სახლში შეუვარდნენ, ჩაუდეს ტყვიები და თან აუხსნეს, რომ თქვენ ახლა როგორც ყოფილ თანამშრომელს, ნარკოტიკს არ გაკადრებთო. პატივი სცეს რა. სავარაუდოდ, უნდა იყოს ამოღებული ავტომატის ტყვიები, ჩადებული და მერე ამოღებული. გაიყვანეს და ჩხრეკა გაგრძელდა და ე.წ. ამოღება მის გარეშე, - ამბობს დათიაშვილის ადვოკატი.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი