ღარიბაშვილი წაგებულ ქალაქებში ზიზღის კამპანიას ატარებს - ოპონენტების ლანძღვის მრავალფეროვნება

გამოქვეყნდა:

მეორე ტურამდე სულ ცოტა დრო რჩება და სულ უფრო მეტი სანერვიულო მეოცნებეებს. რეგიონული კარდაკარის წინა ხაზზე პრემიერმინისტრი გამოდის. ირაკლი ღარიბაშვილი პირადად ჩადის ყველა იმ ქალაქში, სადაც ხალხმა "ოცნებას" უარი უთხრა და ფსონი ოპოზიციაზე დადო. ყველა შეხვედრა ამომრჩეველთან ერთი სცენარით სრულდება.

ღარიბაშვილი ფორმაშია, სიძულვილის ენის მრავალფეროვნებაში პრემიერს დღესაც ვერავინ აჯობა.  აგრესიული და ზიზღით სავსე რიტორიკის მთავარი სამიზნე ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტია.

"ქართული ოცნების" ოდიოზური ლიდერების განცხადებებიდან მარტივად იკითხება თუ რამდენად დიდ საფრთხედ აღიქვამს ივანიშვილის კლანი მიხეილ სააკაშვილს, მაშინაც კი როდესაც პრეზიდენტი სამარტოო საკანშია.

გაკოტრებულ პოლიტიკურ გუნდს ახალ მხოლოდ ერთი იარაღი დარჩა - ძალის დემონსტრირება და ქუჩა-ქუჩა ოპოზენეტების ლანძღვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი