8 დღე არჩევნების მეორე ტურამდე | მასშტაბური პრეზენტაციის შემდეგ ოპოზიციურმა კოალიციამ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

გამოქვეყნდა:

მაშტაბური პრეზენტაციის შემდეგ, ქუჩაში ხალხთან. თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატთან ერთად გაერთიანებული კოალიციის ლიდერები პროგრამის წარსადგენად შეხვედრებს დღეს სამგორის რაონში მართავდნენ.

ეს არის პირველი მსვლელობა, რომლითაც ჩრდილოვანი კაბინეტის წევრებმა შეხვედრების კვირეული დაიწყეს. ხალხთან პირიპირ საუბრის მიზანი კოალიციური გაერთიანების მნიშვენელობისა და უპირატესობის განმარტებაა.

არჩევნების მეორე ტურამდე 8 დღე დარჩა - ოპოზიციის კოალიციური გაერთიანება აპირებს თბილისის სხვადასხვა უბნებში მსგავსი შეხვედრები ჩაატაროს, რათა არჩევნებზე მისულმა მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ხმას არა რომელიმე ერთ პარტიას და ერთ პოლიტიკურ იდეას აძლევენ - არამედ ერთობას, რომელიც ხელისუფლების კონტროლის გარანტიაა. 

შგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი 20 ოქტომბერს წარადგინა. დასახელდნენ ვიცე-მერობისა და მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების ხელმძღვანელების კანდიდატურები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი