რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ბანერები დახიეს

გამოქვეყნდა:

ვანდალური ფაქტი რუსთავში - გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის შტაბზე გაკრული ბანერები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დახიეს. 

დავით კირკიტაძის ცნობით, კოსტავას ცენტრალურ გამზირზე "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ბანერები იმ დროს დააზიანეს, როდესაც ელექტროენერგია გაითიშა და ვიდეოკამერები არ მუშაობდა. 

ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი