"ახლა არ არის ძველი წყენების დრო, ყველამ ერთად ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ" - ნინო ბურჯანაძის მიმართვა

გამოქვეყნდა:

ახლა არ არის გარჩევების დრო ძველი წყენების გახსენების დრო, ტყუან-მართალის გარჩევის დრო, ახლა ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ - ამ სიტყვებით მიმართა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბათუმში, აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას.

მან ბათუმელებს და არამხოლოდ ბათუმელებს, არჩევნების მეორე ტურზე მისვლისა და ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ბურჯანაძემ მერობის კანდიდატს, გიორგი კირთაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ის იყო პირველი, რომელმაც კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა:

"დღეს, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ერთად დადგა. ყველამ თქვა, რომ ახლა არ არის გარჩევების დრო ძველი წყენების გახსენების დრო, მტყუან-მართალის გარჩევის დრო, ახლა ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და ამ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ერთობის, ყველას გაერთიანების, წყენის გვერდზე გადადებისა და საქმეების გარჩევის გადადების გარეშე, ვერ გადავარჩენთ და მაშინ ეს პატარა ბავშვები, რომლებიც ახლა პირველ რიგში არიან, მოგვიბრუნდებიან და გვეტყვიან, რომ ჩვენ არ გვეყო, არც ჭკუა, არც გონიერება, არც გული, რომ ყველანაირ ემოციებზე მაღლა დავმდგარიყავით და პირველ რიგში მათი მომავალი დაგვეყენებინა...

მე ვიყავი, ფოთში, დღეს ვარ ბათუმში, აუცილებლად ჩავალ ქუთაისში, ყველგან სადაც მეორე ტურია, იმიტომ რომ ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 30-ში ყველგან გაიმარჯვოს ოპოზიციამ",-თქვა ნინო ბურჯანაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ამ წუთებში ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები ბათუმში მასშტაბურ აქციას მართავენ.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი