"მიშას თავისუფლება გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე" - მურმან დუმბაძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ ბათუმში აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება სწორედ არჩევნებზე გადის. 

​"გინდათ მიშას თავისუფლება? ის არ გადის ბიძინა ივანიშვილზე, მიშას თავისუფლება არ გადის პროკურატურაზე, მიშას თავისუფლება გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე.

მოხვალთ ერთ კვირაში და ბათუმის მერად აირჩევთ გიორგი კირთაძეს და მიშა იქნება თავისუფალი",-თქვა მურმან დუმბაძემ.

"თავისუფლება მიშას" და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს - ბათუმში ოპოზიციის მორიგი მასშტაბური აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. წაიკითხეს მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი