რისთვის ემზადება ხელისუფლება? ყოფილი სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ საკუთარ ოპოზიციურ განწყობებს და მეტიც, ეხმარებოდნენ პოლიტიკოსებს მთელი რიგი დარღვევების გამოვლენაში, ახლა ხელისუფლებამ მძიმე რეპრესიები დაიწყო.
ადამიანებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ სამშობლოს, ახლა მხოლოდ იმიტომ დასდევენ, რომ ისინი ხელისუფლებამ პოლიტიკურად არასანდოდ ჩათვალა.
ირკვევა, რომ იარაღის ჩადების ბრძანება უშუალოდ ვახტანგ გომელაურის მოადგილისგან მოდიოდა, უკანონო დავალება კი სისრულეში შალვა ბედოიძის ნდობით აღჭურვილმა პირებმა მოიყვანეს, რომლებმაც გაუფორმებელი იარაღი მოაგროვეს.