"ჩვენი პრინციპი იქნება - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის" - სამეგრელოში, ოპოზიციის კანდიდატების ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

"ჩვენი მოქმედების პრინციპი იქნება - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის" - თქვა ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდში, საიდანაც სამეგრელოს ოპოზიციონერმა კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ბოლო დღეებში, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

საუბარია ყოფილი პოლიციელების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციებზე, რომლებსაც ოპოზიციონერები და თავად ყოფილი პოლიციელებიც პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ხელისუფლებას მიმართა და მათ წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"მთავრობას მივმართავ, ძალიან გთხოვთ შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით, თქვენ დღეს ხართ, მაგრამ ხვალ არ იქნებით. თქვენმა შვილებმა ბედნიერ საქართველოში უნდა იცხოვრონ და ჩვენ, ვინც ვართ აქ, სამეგრელოს მერობის კანდიდატები, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ გარდავქმნათ ეს ქვეყანა. თქვენი ბოგინი უნდა დამთავრდეს",- თქვა ანზორ მელიამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი