სად არის ივანიშვილი?

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ბოლო დღეებია მშობლიურ სოფელში, მის მდიდრულ რეზიდენციაში დაბრუნდა და იქ იღებს ინფორმაციას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

თუმცა, პატიმარი ნომერი ერთი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი არაა ამ ოპერატიული ინფორმაციის მთავარი მომხმარებელი და მის ჯანმრთელობის შესახებ ცნობები პირდაპირ კრემლში იგზავნება. 

აბასთუმანში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ პირად სამოთხეს იშენებს. ათასობით ჰექტარ შემოღობილ ტყეში, სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. აქაც პოლიციის მთავარი ფუნქცია ოლიგარქის უსაფრთხოების დაცვაა. აქაც მთავარი არხის ჯგუფს  სუსის  მანქანები  დაყვებიან და ყველა ნაბიჯს აკვირდებიან, რომელიც მალე ალბათ რომელიმე კრებსში მოხვდება. 

სააკაშვილის ერთ გამოჩენის შემდეგ ხელისუფლებამ ყველა სპეც დანაყოფის მობილიზაცია გამოაცხადა. თავად ივანიშვილი გაბედავს თუ არა გამოჩენას და როდის, არავინ იცის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი