ქართული ოცნება ისევ საჯარო მოხელეების იმედით აპირებს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას და 28 ოქტომბერს, თბილისში აქციის გამართავს. ისევე როგორც არჩევნებზე, ამჯერადაც ადამიანები ოცნების აქციაზე შანტაჟით, დაშინებითა და მუქარით მიყავთ.
რეგიონებში საჯარო მოხელეების მობილიზაციაა, ვინც უარზეა ე.წ. შავს სიაში შეყავთ და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.
"შაბათის მთავარმა" ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა და აღმოჩნდა რომ ბაგა-ბაღებში და სპორტულ აიპებში ხალხის შეგროვება უკვე დაიწყეს.
დირექტივები კი ქართული ოცნების რეგიონული მდივნისგან მოდის, იმ ადამიანისგან რომელმაც იგივე საჯარო მოხელეები შარა გზაზე დააყენა ცოცხები დააჭერინა ხელში.