დამალული წარსული - "ოცნების" მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

ჯუმბერ ბეჟანიძე სასტიკ ანგარიშსწორებაში არჩილ ჩიქოვანსა და მის მეგობრებს ადანაშაულებს. არჩილ ჩიქოვანი ამჟამად ,,ქართლი ოცნებიდან'' ბათუმის მერობის კანდიდატია. შემთხვევა კი რომლის შესახებაც ბეჟანიძე ყვება, 2012 წელს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მოხდა. მაშინ არჩილ ჩიქოვანი აჭარაში სამხედრო პოლიციის უფროსად მუშაობდა. ჯუმბერ ბეჟანიძე კი ქედაში გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

ისინი ერთმანეთს დოლოგანში შემთხვევით სუფრაზე შეხვდნენ. მოგვიანებით ბეჟანიძეს, რომელიც ამავე სოფელში ცხოვრობს, სახლამდე მიყვანა ჩიქოვანმა და მისმა მეგობრებმა შესთავაზეს.

საჭეს აჭარის სამხედრო პოლიციის უფროსი მართავდა. კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა პოლიტიკური სიმპათიების შესახებ ჰკითხეს.

პასუხი არ მოეწონათ, ჩათვალეს რომ ,,ოცნების'' მხარდამჭერი იყო და ფიზიკური ანგარიშსწორებაც ამის შემდეგ დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი