მხარდაჭერა მესამე პრეზიდენტს - ქართველი ემიგრანტების აქცია ნიუ-იორკში

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კიდევ ერთი აქცია გაიმართა აშშ-ში, ნიუ იორკში. ქართველი ემიგრანტები გაერთიანებული ერების მოედანთან შეიკრიბნენ და მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ რაც მან თავადვე გაავრცელა ვიდეოები და განაცხადა, რომ საქართველოში იყო. დაკავების დღიდან მესამე პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მის მხარდასაჭერად კი ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 

ავტორი: დემნა დევდარიანი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი