საკუთარი გარყვნილი გონებიდან აკეთებენ პანიკურ განცხადებებს - ღარიბაშვილი იმიტირებულ ბუნტზე

გამოქვეყნდა:

ისინი საკუთარი გარყვნილი გონებიდან აკეთებენ მსგავს პანიკურ განცხადებებს - ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველების განცხადებას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა დაუშვებელია, რადგან მათი ინფორმაციით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით 

ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ცნობას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია წინასაარჩევნო კონტექსტს უკავშირდება. 

"მოსახლეობას, სამწუხაროდ, მოუწევს ამ 1 კვირის განმავლობაში, ძალიან ბევრი აბსურდული, პანიკისშემცველი ბრიფინგის მოსმენა. დაძაბული 1 კვირა გვექნება. მე მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო სიმშვიდისკენ, მშვიდად ვუსმინოთ მათ ბოდვას. ეს არის აბსოლუტრად უსაფუძვლო. გავიმეორებ, ისინი საკუთარი გარყვნილი გონებიდან აკეთებენ მსგავს პანიკურ განცხადებებს.

როგორც შეიძლება, ხელისუფლება ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს ან ფიქრობდეს. ამით ადასტურებენ რაზე არიან წამსვლელები, რას გააკეთებდნენ რომ ყოფილიყვნენ ჩვენს ადგილას. პირდაპირ ხოცავდნენ პატიმრებს ციხეებში აუპატიურებდნენ. აწამებდნენ, ხოცავდნენ. ცოცხალი პატიმრები ჩაჰყავდათ მორგში და პატიმრებთან აბამდნენ. ასეთი ხელწერის მქონე გვარამია, რომელიც პროკურორია და არანაირი საერთო არ აქვს მედიამენეჯერობასთან. ეს არის სააკაშვილის ხელწერა, მორიგი პროვოკაცია. შეეცდებიან ეს კვირა მოსახლეობას აყურებინონ ამ კაცის შიმშილი და ამაზე ილაპარაკონ. არავინ არ უშლის ამ ადამიანს არც ჭამას, არაფერს. ჩვენგან არავითარი საბაბი არ მიეცემათ. მთავარი მინდა ვთქვა, სრულად გამჭირვალე პროცესი გვაქვს, ექიმების მუდმივი 24-საათიანიკონტროლი გვაქვს ჩვენ. ეს არის მორიგი თეატრალიზებული დადგმის მცდელობა, რომელიც კრახით დასრულდება",- თქვა ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა არ მოხდება, რადგან ის პრივილეგირებული არ არის, ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრის კომენტარი დაიმოწმა. 

"ყველა პატიმარს, ვინც თავისი ნებით შიმშილობს, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში. პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, ის არ არის პრეზიდენტი, რომელიც კანონზე მაღლა იდგა. მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ცალსახად განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული საკითხი, მითუმეტეს როცა პატიმარი საკუთარი ნებით შიმშილობს და ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს შესაბამისი უწყება",- თქვა ღარიბაშვილმა. 

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი