საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს - თენგიზ ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობა "ყველაფერს აკეთებს", რომ პანდემია კიდევ უფრო ძლიერი გახდეს. 

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში "კატასტროფული" ვითარებაა.

"ეპიდსიტუაცია საგანგაშოა, ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა, საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და "მეხუთე ტალღა" იყოს კიდევ უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე. რას აკეთებს? კატეგორიული უარი ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4000 - 5000 ვაქცინა ეს არის მიზერი, კატასტროფა. არცერთი ცივილიზებული ქვეყანა ამას არ შვება",- ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 

ცნობისთვის, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სავალდებულო აცრებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს საკითხი ნოემბრის თვეში გადაწყდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი