მოვითხოვთ, უახლოეს საათებში ყველა თავდამსხმელი დათო კირკიტაძის შტაბზე, დაისაჯოს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

მოვითხოვთ კატეგორიულად, უახლოეს საათებში , ყველა მოძალადე თავდამსხმელი დათო კირკიტაძის შტაბზე, დაისაჯოს კანონის სრული ძალით - რუსთავში მომხდარს ოპოზიცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართული ოცნება გამოსულია მდგომარეობიდან - აცხადებს ნიკა მელია. 

მისი თქმით, დღევანდელი ფაქტი რუსთავში იმის შედეგია, რომ ხელისუფლებამ არ დასაჯა ცოცხიანი მოძალადეები.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, სწორედ 14 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეები იყვნენ დღესაც კირკიტაძის ოფისზე თავდამსხმელები.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ სადამკვირვებლო მისიებს მიაწვდიან ინფორმაციას.

მათივე თქმით, ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების პასუხად, ისინი მშვიდობიან კამპანიას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რუსთავში, შარტავს გამზირზე დღეს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანია დაშავებული. ისინი ამ დროისათვის პოლიციის შენობაშიმ გამოკითხვაზე არიან.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი