ოდესღაც "ოცნებაც" კოალიცია იყო, თუმცა ერთი კაცის გარშემო გაერთიანებული და როგორც კი აზრთა სხვადასხვაობა გამოჩნდა იმ ერთმა კაცმა ყველა მოიცილა თავიდან, ხშირად, ძალიან დაუნდობელი მეთოდებით და ახლა ივანიშვილის "ოცნება" ერთპიროვნული მმართველია.
თბილისის ოპოზიციური კოალიცია ახლა ცდილობს სწორედ ეს მიდგომა დაანგრიოს და დედაქალაქის სათავეში არა ერთი კაცის გარშემო შემოკრებილი, არამედ მეტ-ნაკლებად თანაბარი უფლებებით გაერთიანებული პოლიტიკური ლიდერები მოიყვანოს, სადაც გადაწყვეტილებები არც ერთი ადამიანის და არც ერთი პარტიის ნება-სურვილზე არ იქნება დამოკიდებული.
იხილეთ ასევე: