
"ვასრულებ ზედმიწევნით შენს ინსტრუქციას და ვშიმშილობ" - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანს, გიორგი გაბუნიას.
ეს წერილი მიხეილ სააკაშვილმა ტელეწამყვანს ციხიდან მას შემდეგ გამოუგზავნა, რაც გიორგი გაბუნიამ "მთავარი აქცენტების" ეთერში თქვა, რომ პრეზიდენტმა შიმშილობა არ უნდა შეწყვიტოს.