ოპოზიციის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად ფოთში მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ჩავიდა. მათ მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს.
ბურჭულაძის განცხადებით, უგულავა ის კანდიდატია, რომელიც ფოთს ღირსეულ მერობას გაუწევს.
"იმიტომ ჩამოვედი, რომ თქვენ გითხრათ, რომ გიგის მერობის შემთხვევაში ამ ქალაქს ნამდვილად ეშველება. მე ვიცი ერთი რამ, რომ ასეთი მნიშვნელობის პორტი როცა არის ქვეყანაში - ფოთის პორტი. ხალხი კი არ უნდა ემსახურებოდეს პორტს, პორტი უნდა ემსახურებოდეს მთელ ქალას და მთელ საქართველოს. დღეს ხალხი ემსახურება პორტს და პორტი ემსახურება, ვიღაც ოჯახს. ასე არ უნდა იყოს",- თქვა პაატა ბურჭულაძემ.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გიგი უგულავა დევნილებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ფოთის ფოტენციალზე ისაუბრა.
"ვერ შეედრება პოტენციალით ვერც ბათუმი და ვერც სხვა ქალაქები.მაგრამ ეს მოჯადოებული წრე თუ არ გავარღვიეთ, სულ ვიტრილებთ ასე. მე არ ვარ წარმოშობით ფოთელი, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ "მოვიწამლე" კარგი გაგებით ფოთით და რასაც ვლაპარაკობ აუცილებლად გავაკეთებ",- თქვა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში გაიმართება.