სახელმწიფო პროგრამით გოჩა ენუქიძის 5 კომპანია ბიუჯეტიდან ₾633 ათასზე მეტით დააფინანსეს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 5 კომპანიის დირექტორი "ქართული ოცნების" დეპუტატის, გოჩა ენუქიძის შვილი თინათინ ენუქიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გოჩა ენუქიძე ჯამში 31 კომპანიასთანაა დაკაშირებული, მათ შორის, შპს “იბერკომპანიმ” 2012-21 წლებში ჯამში 2.5 მილიონ ლარზე მეტის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო.

გოჩა ენუქიძე და მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. გოჩა ენუქიძემ თავად "ქართულ ოცნებას" 220,000 ₾ შესწირა, ხოლო მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორებთან ერთად შეწირული თანხა 1,309,000 ლარს აღწევს. 2012 წელს ენუქიძემ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 60 000 ₾ შესწირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი