
ენმ-ს ხობის მერობის კანდიდატი ბესო შენგელია წერს, რომ ხობის ქუჩებში წარწერები "თავისუფლება მიშას" გააკეთეს, რომელსაც მოგვიანებით დაჩი ბერაია, "ოცნების" დეპუტატი პირადად შლიდა:
"ჩემმა მეგობრებმა ხობში ჩემი საარჩევნო პლაკატების გაკვრა დააპირეს, მეც შევუერთდი და მთელს ქალაქში წარწერები თავისუფლება მიშას გავაკეთე... 03:15 წუთზე დაახლოებით სახლისკენ დავიძირით რა დროსაც დამირეკეს და მითხრეს რომ საკუთარი ავტომობილით დაჩი ბერაია მოძრაობდა და წარწერებს შლიდა შავი პულივიზატორით. ერთ ადგილას მივუსწარით და გაგვექცა რამოდენიმე ასოს წაშლა მოაწრო დაჩი ძალიან გეშინია წარწერის თავისუფლება მიშას მიშაც ძალიან მალე განთავისუფლდება და ამ არჩევნებსაც თავზე გადაგახევთ...
ჩემო ძვირფასო ხობელებო ამ საცოდაობას უნდა ვუთხრათ არა 30 ოქტომბერს და ვიზრუნოთ ხობის განვითარებაზე
P.S დაჩი ამ წარწერებით შეშინებული რო დარბოდი და შლიდი ისევ შენებმა გვითხრეს ფაქტებიც სახეზეა" წერს ბესო შენგელია