მონოპროფილური დაწესებულება საკმარისი არაა, საჭიროა მულტიპროფილური - კარდიოლოგი ზურაბ ფაღავა

გამოქვეყნდა:

ექიმი კარდიოლოგი, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის უკვე ყოფილი წევრი, ზურაბ ფაღავა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ექიმების დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. 

მისი თქმით, კონსილიუმი ჯანმრთელობისა და დიდი დატვირთვის გამო დატოვა. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

"ეს იყო შაბათს საღამოს, როცა თავი ვერ ვიგრძენი კარგად, მივხვდი, რომ ჩემთვის ეგ დატვირთვები უკვე აშკარად, მე მზად არ ვიყავი ასეთი დატვირთვისთვის. ეს ჩემთვის დამატებითი დატვირთვაა, იმიტომ, რომ გვიან ღამემდე გარეთ ყოფნა, რომ გითხრათ სიმართლე, საჯარო აქტივობაც გარკვეულ ემოციებთან არის დაკავშირებული, ზოგადად არაა პრობლემა, მაგრამ მე კოვიდი გადავიტანე ოქტომბრის დასაწყისში და მივხვდი, რომ ბოლომდე რეაბილიტირებული არ ვარ", - განმარტავს ზურაბ ფაღავა. 

მისი განმარტებით, კონსილიუმის წევრებმა 19 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვეს, რომ ის გადაუდებელ ჰოსპიტალიაზაციას არ საჭიროებდა.

შემდეგი შეხვედრა 23 ოქტომბერს შედგა, სადაც ჩამოაყალიბეს კრიტერიუმები რა შემთხვევაში იქნებოდა საჭირო ჰოსპიტალიზაცია და აღწერეს კლინიკა, რომელ კლინიკაშიც ასეთი ტიპის პაციენტი უნდა მოთავსდეს. 

"ეს არ არის მისი პრივილეგია, ეს არის პრივილეგია მისი სამედიცინო სტატუსის და მისი სამედიცინო სტატუსი არის ისეთი, რომ ის შიმშილობს, შიმშილს და საკვების ძლიერ დეფიციტს აქვს ძლიერი დამაზიანებელი გავლენა სხვადასხვა ორგანოზე, ამიტომ მონოპროფილური დაწესებულება ამისთვის საკმარისი არაა, ამისთვის საჭიროა მულტიპროფილური დაწესებულება", - თქვა ზურაბ ფაღავამ. 

მისვე თქმით, ციხის საავადმყოფოს პირადად არ იცნობს, არასდროს იქ არ ყოფილა და არ იცის რა სტატუსი აქვს მას, თუმცა დასკვნაში მითითებული ჰქონდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი C კლასის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი