"ოცნება" 27-ში აქციას ჩაატარებს

გამოქვეყნდა:

თვითმმართველობის არჩევნების გადამწყვეტ, მეორე ტურამდე 3 დღით ადრე "ქართული ოცნება" აქციას აანონსებს. 

სპეციალური მიმართვა "ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

"ზეგ, ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე

კონტრაქცია მესიჯბოქსია, რომელიც დაალაგეს ნაცმოძრაობაში. არავითარი კონტრაქცია ეს არ არის, ეს არის შემაჯამებელი, საარჩევნო აქცია. მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაცი ჰყავდათ მათ თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. თქვენ განსაჯეთ ეს არის კონტრაქცია თუ რეალური აქცია. აქციის მიზანია, ხალხისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება",- თქვა კობახიძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი