"არის საკვების მიღების პრეცედენტი...კლოუნადის დადგმის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ" - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

როდესაც ადამიანი იღებს შიმშილობის გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამბობს, რომ "საკვების მიღების პრეცედენტები" დაფიქსირდა, თუმცა რას გულისხმობს, კობახიძე არ აკონკრეტებს:

"როდესაც ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, ის რასაც ის აკეთებს, ბუნებრივია არის მოსალოდნელი გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ გუშინ გადასხმა გაკეთდა, არის საკვების მიღების პრეცედენტი და ბუნებრივია, კლოუნადის დადგმის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ....

რაც შეეხება თაფლის მიღებას ამაზე გავრცელდა ინფორმაცია, სხვა ინფორმაციებიც არსებობს, თუმცა მე არ ვიცი, ყურმოკვრით გაგონილ ინფორმაციებზე ვერ ვისაუბრებ, თუ ჩათვლის იუსტიციის სამინისტრო საჭიროდ, ამაზე განცხადებას გააკეთებენ",- ამბობს კობახიძე

უკვე 25-ე დღეა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობს. მისი მდგომარეობა გასულ ღამეს დამძიმდა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგების ჩარევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი