შელაპარაკება მოხდა გოგოებს შორის, რასაც გაგრძელება მოჰყვა - ბათუმში, არასრულწლოვნების დაპირისპირების დეტალები

გამოქვეყნდა:

სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისა და ბულინგის ამსახველი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-8 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. ისინი ბათუმის ორი სხვადასხვა საჯარო სკოლაში დადიან.

არსებული ინფორმაციით, ვიდეო სადაც ერთ-ერთი გოგო მეორეს ცემით ემუქრება, ამცირებს და უხამსი სიტყვის თქმას აიძულებს ბათუმის ბულვარში მდებარე მიტოვებულ რესტორანშია გადაღებული. ფაქტზე პოლიციამ მუქარის მუხლით გამოძიება დაიწყო.

"მოხდა გოგონებს შორის რაღაც შელაპარაკება, ამ შელაპარკებას მოჰყვა გაგრძელება და შემდეგ რამდენადაც ვიცი მოპირისპირე მხარემ მოიყვანა თავისი მეგობარი, თუ მეგობრები. გაგრძელება აქვს ამ ინციდენტს, მშობლებს დავუკავშირდი მაგრამ მეუღლე გარდაეცვალა, ამ ბავშვს გარდაეცვალა მამა ვეღარ დაველაპარაკე მშობელს, ვერც დავიბარე, რომ გავარკვიო რა მოხდა დეტალებში, არც ბავშვი არ არის სკოლაში", - თქვა ერთ-ერთი სკოლის ადმინისტრაციის წევრმა.

ბათუმის სოციალურ სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისთვის ინციდენტის შესახებ უცნობია და აზუსტებს, რომ არასრულწლოვანის დაკითხვას სავარაუდოდ მშობლებთან ერთად მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი ესწრებოდა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი