
"მთავარმა არხმა" მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ოზურგეთელი გოდერძი ქავთარაძე, ამბობს რომ მას დაპირდნენ, ხმების მობილიზების სანაცვლოდ , მისი შვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
ქავთარაძის თქმით, სოფლის დეპუტატი მასთან რამდენჯერმე მივიდა და დაპირდა, რომ 2 წლის მოხდის შემდეგ, "ბატონი არჩილი მის შვილს გაათავისუფლებს".
საუბარია არჩილ თალაკვაძეზე, რომლის ძმაც მეორე ტურში, ოზურგეთის მერობისთვის იბრძვის
"2-3-ჯერ იყო, ორ წელს რომ მოიხდისო, ბატონმა არჩილმა ასე მითხრა, მერე გამოვუშვებ გარეთო, ორ წელს რომ მოიხდის, ორ წელსაც მიაყოლებენ ზედ . 250 ხმა მოვაგროვე და მეტი კიდევ რამდენი უნდა... მეტიც იყო'' - ამბობს სატელეფონო საუბარში გოდერძი ქავთარაძე
შეგახსენებთ, საქართველოში არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მეორე ტურში ოზურგეთში ერთმანეთს არჩილ თალაკვაძის ძმა და მოქმედი მერი - კონსტანტინე შარაშენიძე უპირისპირდებიან.