"კუჭავა კაბინეტში ჩაიკეტა და მემალება"- მამულაშვილის თქმით, კუჭავა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას არ აძლევს

გამოქვეყნდა:

არ აქვთ სურვილი, რომ მე ვნახო პირადად სააკაშვილი, გავესაუბრო და გადავცე ამის შესახებ დასავლელ პარტნიორებს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნონა მამულაშვილმა ისაუბრა. 

"პირველად 4 ოქტომბერს მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ უფლება მომცეს შევიდე და მოვინახულო მესამე პრეზიდენტი. უკვე 24 დღეა გასული, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე პირადად მე არ მაძლევს ნებართვას, რომ მოვინახულო პრეზიდენტი და ვნახო, ჯანმრთელობის როგორი მდგომარეობა აქვს, რადგან მან კარგად იცის, რომ მე პირდაპირ ვეკონტაქტები ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. სავარაუდოდ, არ აქვთ სურვილი, რომ მე ვნახო პირადად სააკაშვილი, გავესაუბრო და გადავცე ამის შესახებ დასავლელ პარტნიორებს.

ახლა ვიყავი კუჭავასთან კაბინეტთან და როგორც ჩანს, ის ჩაიკეტა იქ და მემალება. ჩემი, როგორც დეპუტატის უფლებები ილახება და ეს არის წარმოუდგენელი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირად ხუშტურებზეა დამოკიდებული, შევა თუ არა დეპუტატი პრეზიდენტის მოსანახულებლად",- თქვა მამულაშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი