"ოცნება" რუსთავის მე-12 ციხესთან კონტრაქციისთვის ემზადება. სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე დაწყებულია სცენის მონტაჟი.
"მთავარის" ინფორმაციით, აქცია 7 საათისთვის იგეგმება და იქ დასავლეთ საქართველოდან უკვე მიჰყავთ დასასწრებად ხალხი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობა უნდა გააპროტესტოს 9 წლის შემდეგ.
ჩვენი ინფორმაციით, კონტრაქციის მონაწილეები ე.წ. ძველი ბიჭები და "ოცნების" პარტაქტივი იქნებიან, რომლებიც იმერეთიდან წამოიყვანეს რუსთავის მიმართულებით.