"მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები პოლიტიკური დევნაა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ საუბრობს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი "მორალური თვალსაზრისით არის ძალიან მხნედ, ფიზიკურად კი ცხადია, რომ შიმშილობა გავლენას ახდენს".
მიხეილ სააკაშვილი არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს სერიოზულად უპასუხებს. მე შემიძლია ეს განცხადება შევაფასო და ვურჩევდი, რომ ტყუილებით და იაფფასიანი ხრიკებით ჟონგლიორობას, ჯობია მიხედონ საქართველოს კანონმდებლობის დაცვას და მიხედონ ქვეყნის განვითარებას, - ამბობს თუთბერიძე.