
ხმების რამდენ პროცენტს მიიღებდა მმართველი პარტია დაშინების, მოსყიდვის, ამომრჩევლის იძულების, ე.წ კარუსელისა და ხმების ჩაყრის გარეშე? - ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ კვლევა ჩაატარა.
ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ 46,7% მიიღო. ორგანიზაციის ანალიზის თანახმად, კი მმართველი პარტიის რეალური შედეგი არა 46.7%, არამედ 40.9%.
ანალიზი კონკრეტულ სამეცნიერო სტატისტიკურ მოდელს ეყრდნობა, რომელსაც მინიმალური კოვალნტურობის დეტერმინანტი ეწოდება. ანალიზის თანახმად, არჩევნებზე მისული ამომრჩეველი მეტ-ნაკლებად მსგავს ქცევას ავლენს ამა თუ იმ უბანზე, მათ აქტივობაზეც ზემოქმედებს მეტ-ნაკლებად თანაბარი გარემოებები, მაგალითად ამინდი, ინფორმაციაზე წვდომა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა და ა.შ. - გარემოებები თანაბარ გავლენას ახდენს, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერებზე.
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პირობებში, თუ კონკრეტულ უბანზე აქტივობა იზრდება, დაახლოებით თანაბრად იზრდება პარტიების მიღებული გზებიც.
თუმცა საქართველოს არჩევნების შემთხვევაში, არსებობს უბნების დიდი ნაწილი, სადაც უბანზე მისული ამომრჩევლის აქტივობა საშუალოსთან შედარებით გაცილებით მაღალია, ამავდროულად მმართველი პარტიის მიღებული შედეგიც არაპროპრციულად დიდი. მაგალითად, დმანისის ოლქში, სადაც 50 საარჩევნო უბანია, საშუალო აქტივობა 56% დაფიქსირდა, თუცა დმანისის ერთ-ერთ საშუალო ზომის უბანზე აქტივობამ 80% შეადგინა და ქართულმა ოცნებამ ხმების 87% მიიღო.
ასეთი უბნები იწვევს ეჭვს, რომ უბნებზე გარკვეული მანიპულაციები მოხდა.
ანალიზი აჩვენებს, რომ ხელისუფლებისთვის არჩევნების გაყალბება რთულია დიდ ოლქებში, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების კონცეტრაცია დიდია, ხოლო მარტივია პატარა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც სადამკვირვებლო მისიები საერთოდ არ არიან წარმოდგენილი, ან მცირე რაოდენობით. ამას ადასტურებს ისიც, რომ დიდ ქალაქებში ოპოზიციამ საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება შეძლო და მერის არჩევნების მეორე ტურია დანიშნული.
მეორეს მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ქალაქებში ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას მასობრივად ვერ ახერხებს კარუსელისა და ხმების ჩაყრის გზით, შედეგების მანიპულაციას ბიულეტენის გაბათილებით ცდილობდა. რისი მაგალითიცაა, თბილისში მაჟორიტარულ ოლქებში ბათილი ბიულეტენების დიდი წილი: კრწანისი - 12%, ისანში - 6.3%, სამგორი - 6.7%, ლაგოდეხი - 12%.
რაც შეეხება პატარა სოფლებსა და ქალაქებს, აქ ხელისუფლება არჩევნებს მარტივად აყალბებს რასაც ადასტურებს ფაქტი, რომ უჩვეულოდ მაღალია ერთდროულად აქტივობა და მმართველი პარტიის მხარდაჭერა.
მაგ: ახალქალაქში ქართულმა ოცნებამ პროპორციულ ნაწილში: 76% მიიღო, ნინოწმინდაში 84%, ბოლნისში 68%, მარნეულში 64%, საბოლოოდ კი არჩევნების ბედი ასეთმა ოლქებმა გადაწყვიტა.
კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგებიდან გამოვრიცხავთ ანომალიურ უბნებს, სადაც არაბუნებრივად მაღალია აქტივობა და ოცნების მიღებული შედეგები, მივიღებთ შედეგს, რომელშიც ქართული ოცნების მხარდაჭერა 40.9%. ანომალიური უბნების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 900-ა, შესაბამისად, სავარაუდოდ, ქართული ოცნება ყოველი მე-4 უბნიდან დაახლოებით ერთს აყალბებს.