2020 წელს სამოქალაქო კლინიკაში 500-ზე მეტი პატიმარი გადაიყვანეს - პენიტენციურის ანგარიში

გამოქვეყნდა:

პენიტენციური სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სამოქალაქო კლინიკაში სამედიცინო მომსახურებისთვის 500-ზე მეტი პატიმარი გადაიყვანეს:

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის ბოლოსთვის, გეგმიური სტაციონარული მომსახურება სამოქალაქო კლინიკაში 585 პატიმარს ესაჭიროებოდა, რომელთაგან 500-ის შემთხვევაში, რიგში ყოფნის 4-თვიანი ვადა დარღვეული იყო, თუმცა, 2020 წლის აგვისტოში ყველა პატიმარმა სტაციონალური მომსახურება მიიღო.

"2019 წლის ბოლოსთვის, გეგმიური სტაციონარული მომსახურება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ესაჭიროებოდა 585 პატიმარს, რომელთაგან 500 პატიმრის შემთხვევაში, რიგში ყოფნის 4-თვიანი ვადა დარღვეული იყო, ხოლო ათეულობით მათგანი რიგში 2016-2017 წლებიდან იმყოფებოდა. 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ყველა პატიმარმა მიიღო სტაციონარული სამედიცინო მომსახურება და ე.წ. რეფერალის რიგი განულდა"- ნათქვამია პენიტენციურის 2020 წლის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო კატეგორიულ უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და ამტკიცებს, რომ გამონაკლისი ვერ იქნება ვერც ერთი პატიმარი. 

მიუხედავად იმისა, რომ კონსილიუმიც და სახალხო დამცველიც, მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციას იძლევა და ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში არ არსებობს შესაბამისი აღჭურვილობა დროული დახმარებისთვის, ხელისუფლება კატეგორიულად გამორიცხავს სამოქალაქო კლინიკას.

ამავე თემაზე:

თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ვერ შესრულდება ექიმთა რეკომენდაციები | ომბუდსმენმა დაწესებულება შეამოწმა
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი